ლეგენდარული მანუელ ნოიერის კიდევ ერთი აღიარება – გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერმა ფიფასგან ციურიხში გამართულ ონლაინ–დაჯილდოებაზე The Best წლის საუკეთესო მეკარის პრიზი მიიღო.
“ეს ყველასთვის რთული წელიწადი იყო, რომელიც საბოლოოდ, ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოვიდა. ეს ჩემთვის ერთ–ერთი საუკეთესო სეზონია. რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ნამდვილად ფანტასტიკურია. ჩვენ საკუთარი ქომაგებისთვის ვთამაშობთ და ძალიან ბედნიერნი ვართ მათი გახარებით. მთავარია მენტალური სიძლიერე, რომლის წყალობითაც, ჩვენ მწვერვალები დავიპყარით” – განაცხადა ნოიერმა.