FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე ლეო მესიმ მესამე ადგილი დაიკავა. რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, მას კრიშტიანუ რონალდუმაც გაუსწრო.
დაჯილდოების შემდეგ, კატალონიის „ბარსელონას“ Twitter-ის გვერდმა არგენტინელ ფეხბურთელს მხარი დაუჭირა:
„ჩვენთვის მუდამ საუკეთესოდ დარჩები. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ.“-წერს ბლაუგრანას გვერდი.
მესიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში 35 ქულა მოაგროვა.