ოფიციალურად: დომინიკის სობოსლაი კარიერას „ლაიპციგში“ გააგრძელებს.
უნგრელმა ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან 4,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 18 მილიონი ევრო დაუჯდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სობოსლაის გადაბირება „მილანს“, „არსენალსა“ და „რეალს“ სურდათ, დომინიკმა არჩევანი „ლაიპციგზე“ შეაჩერა, რაც დიდწილად გუნდში როლმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ბრძოლაში გერმანელები ფავორიტებად არ მიიჩნეოდნენ, თუმცა ტრანსფერის შეთანხმება მოულოდნელად შეძლეს.