პრემიერლიგის ეგიდით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ დაძაბულ ბრძოლაში, 3-2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ოლე გუნარ სულშერმა დავიდ დე ხეა სათადარიგო სკამზე განამწესა და შანსი დინ ჰერდენსონს მისცა. თამაშის შემდეგ, ნორვეგიელმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა.
„ვფიქრობ, დინი მზადაა, რომ შანსები მიიღოს, რადგან ის ყველა მატჩში საკმაოდ დამაჯერებელი იყო. დავიდი „სიტისთან“ მატჩში კარგი იყო და ეს არაფერს ცვლის.”-განაცხადა სულშერმა.