საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გაიმართა კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა.
ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში მოასპარეზე 46-მა საფეხბურთო გუნდმა და ქალთა ლიგის 14-მა საფეხბურთო გუნდმა.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბების ლიცენზირების დებულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე ლიცენზია მიიღო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35-მა გუნდმა. ასევე ქალთა ლიგაში მოასპარეზე ცხრა გუნდმა.
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე.
სფფ-ის პრესსამსახური