ესპანელი ჩისკო მუნიოსი ალბათ ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელიც ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ ორჯერ წავიდა გუნდიდან.
ჩისკომ დინამო ჯერ შარშანდელი ჩემპიონობის შემდეგ დატოვა – მაშინ მიზეზი ლიცენზიის არქონა იყო. ესპანელის შემდეგ გუნდში კახა ჩხეტიანი მივიდა, რომელიც მალევე გაანთავისუფლეს არასახარბიელო შედეგების გამო და ისევ ჩისკოს უხმეს. მანაც კიდევ ერთხელ აჩემპიონა გუნდი და ისევ წავიდა…
გავრცელებული ხმებით, ამჟამად მისი წასვლა თავად ესპანელის გადაწყვეტილება იყო, რომელიც კარიერას საქართველოს გარეთ გააგრძელებს.
არადა, დინამოს ხელმძღვანელების თქმნით, მასთან ხანგრძლივ კონტრაქტზე იყო საუბარი.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის ადგილს დედაქალაქურ გუნდში გიორგი ნემსაძე დაიკავებს, რომელიც გასულ სეზონში გორის დილას წვრთნიდა.