მას შემდეგ რაც ჩისკო მუნიოსმა თბილისის დინამო დატოვა და საუბარი გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე დაიწყო, უმწვრთნელოდ რჩება გორის დილა.
ქართლელები სასწრაფოდ შეუდგნენ ახალი თავკაცის ძიებას და კახა ჩხეტიანს მიადგნენ. ჯერჯერობით, ჩხეტიანი ფიქრობს.
ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონობა (2017), საქართველოს თასისა (2016, 2018) და სუპერთასის (2018, 2019) არება უკვე მოასწრო. ეს ყველაფერი ქუთაისის ტორპედოში მუშაობისას.