2002 წლის შემდეგ წყალტუბოს სამგურალი საქართველოს ჩემპიონატის ელიტარულ ლიგაში ითამაშებს, ხოლო საჩხერის ჩიხურა 2012 წლის შემდეგ პირველად დაქვეითდება.
ფლეი აუტის საპასუხო მატჩში უჩა სოსიაშვილის გუნდმა სერგო კუხიანიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა მეტოქე და დამსახურებულად მოიგო. სამგურალს პირველ შეხვედრაც მოგებული ჰქონდა (2:0), თანაც სტუმრად, რაც ზემო იმერლებს საქმეს ართულებდა. თუმცა, სამგურალს არც დღეს დაუტოვებია კითხვის ნიშნები.
ჩიხურა ცდილობდა ორრაუნდიანი მატჩის გადარჩენას, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათის მხოლოდ მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოახერხა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
საერთო ჯამში, სამგურალი აღზევებას იმსახურებდა. ეს არამარტო ფეხბურთელების, არამედ უჩა სოსიაშვილის დამსახურებაც არის.