ქუთაისის ტორპედომ ფლეი აუტის საპასუხო მატჩი შინ 1:1 ითამაშა გაგრასთან და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო აფხაზური საქართველოს ევროტურნირებზე მეორე ლიგიდან წარადგენს.
თუმცა, გაგრელები 28 დეკემბერს ელოდებიან – ეს ის თარიღია, როდესაც რიონისპირელებმა ფეხბურთელების დავალიანება უნდა გაისტუმრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააქვეითებენ.
ტორპედოს სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული და შინაც 30-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც გიორგი ფანცულაიამ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
გაშვებულმა ბურთმა გაგრელებს საქმე გაურთულა, რადგან უკვე სამი გოლის გატანა სჭირდებოდათ. მართალია, გაგა კირკიტაძის გუნდმა გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ თამაზ მაქაცარიას გოლს გამორჩა.