სუპერმძიმე წონაში ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის მოსალოდნელ ორთაბრძოლამდე თავისი კომენტარი ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰერნმა გააკეთა.
ჰერნი ირწმუნება, რომ პულევის წინააღმდეგ ჯოშუას მიერ არჩეული ტაქტიკა, ენტონის ფიურისთან მატჩშიც გამოადგება.
“ტაისონ ფიური მძიმე წონის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტექნიკური მებრძოლია. პლიუს ამას, დიდია და ძალიან ჭკვიანი, მაგრამ ჯოშუას აქვს სისწრაფე, ჯები და ძალა. ერთ–ერთმა გულშემატკივარმა “ინსტაგრამზე” მომწერა, ფიური ჯოშუას გათიშავსო. მე კი ვკითხე, ბოლოს როდის გათიშა მეტოქე ფიურიმ–მეთქი?! მე არ ვამბობ, რომ მას დარტყმა არ შეუძლია. შიუგარ ჰილ სტიუარდთან ერთად დარტყმაზე და აგრესიაზეც ბევრს მუშაობენ და ყველა მხრივ სახიფათოა, მაგრამ ჯოშუას სისწრაფისგან და ძალისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია” – აცხადებს ჰერნი.
მისივე თქმით, ფიურის პრომოუტერებთან ბობ არუმთან და ფრენკ უორენთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.