გენადი გოლოვკინი და საულ “კანელო” ალვარესი შესაძლოა, მესამედ დაუპირისპირდნენ – ამის შესახებ “სქაი სპორტსი” იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ორივე მებრძოლი მოვლენების ამგვარ განვითარებაზე თანახმაა.
“მე არსად არ გავრბივარ. თუ ისიც თანახმაა, მაშინ მესამედაც ვიჩხუბებთ” – აცხადებს მექსიკელი, რომელმაც კალუმ სმიტი 12–რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
გოლოვკინმა, რომელმაც 7 რაუნდში კამილ ჟერემეტას სძლია, ალვარესი–სმიტის ბრძოლამდე ამბობდა, გამარჯვებულს შევხვდებიო.
ალვარესი–გოლოვკინის ორივე ორთაბრძოლა კრივის ნებისმიერი მოყვარულისთვის რამდენჯერმე სანახავია. პირველ შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, ხოლო მეორე ბრძოლა მექსიკელის გამარჯვებით დასრულდა.