კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა, ხერარდ პიკემ, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.
ბლაუგრანას ქომაგებისთვის სასიხარულოდ, ესპანელი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, ის მოედანს დაახლოებით მარტში დაუბრუნდება.
თავდაპირველად, მისი დაზიანება უფრო სერიოზული ჩანდა და წესით მას ტრავმის გამო მეტი დრო უნდა გასცდენოდა.