ცნობილი პრომოუტერის ედი ჰერნის განცხადებით, სუპერმძიმეწონოსნები ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური სიტყვიერად შეთანხმდნენ – ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
“ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური სიტყვიერად შეთანხმდნენ, კონტრაქტები კი მზადდება. 2021 წლის მაისში ან ივნისში დიდი ბრძოლა იქნება, რომელსაც კრივის ქომაგები მოუთმენლად ელიან” – აცხადებს ჰერნი.
რთული სათქმელია, დაესწრებიან თუ არა გულშემატკივრები, რადგან ინგლისში კორონავირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელების პროცესი დაიწყო.