„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდსი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 6-2 დაამარცხა და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.
მატჩის შემდგომ, დუბლის ავტორმა, სკოტ მაკტომინეიმ, მედიასთან ისაუბრა:
„სწორედ ამას ვამბობდი გასახდელში- ჩვენ ოლდ ტრაფორდზე რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მეტოქეებს აქ ჩამოსვლის უნდა ეშინოდეთ- ჩვენი სტადიონი ნამდვილ ციხესიმაგრედ უნდა ვაქციოთ.“-განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.