მილანის “ინტერის” მარჯვენა მცველი აჩრაფ ჰაკიმი “ნერაძურის” ისტორიაში შევიდა – სერია A–ს მე–13 ტურის შეხვედრაში მილანელებმა “ჯუზეპე მეაცაზე” “სპეცია” 2:1 დაამარცხეს, ერთ–ერთი გოლი კი მაროკოელის ანგარიშზეა.
ეს აფრიკელისთვის იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე–4 გოლია. კლუბის ისტორიაში ვერც ერთმა მცველმა ვერ შეძლო 4 ბურთის ასე სწრაფად გატანა – მით უმეტეს, სადებიუტო სეზონში.
“ინტერი” სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე–2 პოზიციაზეა და ლიდერ “მილანს” 1 ქულით ჩამორჩება. ანტონიო კონტეს გუნდი წლის ბოლო შეხვედრას 23 დეკემბერს სტუმრად “ვერონას” წინააღმდეგ გამართავს.