ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, „მილანი“ მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, ლუკა იოვიჩის გაფორმებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.
როგორც ირკვევა, იტალიურ გრანდს მისი შეძენა 6 თვიანი იჯარის წესით და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით სურს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ სამეფო კლუბი ამ გარიგებით დიდად დაინტერესებულნი არ არის და სერბი ფორვარდის შენარჩუნება უნდა. მადრიდელთა ბანაკში თვლიან, რომ იოვიჩს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა აქვს.
ახალგაზრდა სერბის ანგარიშზე „რეალის“ მაისურით 27 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტია.