ჯოშუა, ფიური, უსიკი…

ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ მზადაა, ენტონი ჯოშუას და ტაისონ ფიურის 2021 წელს ერთმანეთში ბრძოლის შესაძლებლობა მისცეს.

“ეს ნამდვილად დიდი ბრძოლა იქნება, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. “ცხოვრებაში ერთხელ ხომ მაინც უნდა ვნახო” – ზუსტად ამ ორთაბრძოლაზეა ნათქვამი. რასაკვირველია, ენტონი ჯოშუასთან ბრძოლა ისევ მსურს და ამის ბევრი ფაქტორია. ჩემი გუნდი და ყველა დაინტერესებული პირი ამ ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობს, მაგრამ ტაისონ ფიურის სახით არის კიდევ ერთი პიროვნება, ვისაც მის წინააღმდეგ ბრძოლა სურს” – აცხადებს უკრაინელი სპორტსმენი.

უსიკმა ბოლოს დერეკ ჩისორა დაამარცხა, ჯოშუას კი მის წინააღმდეგ WBO–ს ქამარი აქვს დასაცავი. ორგანიზაციის პრეზიდენტი პაკო ვალკასერი აცხადებს, რომ ფიურიმდე ჯოშუა რინგზე უსიკის წინააღმდეგ უნდა გავიდეს.

ცნობილი პრომოუტერის ედი ჰერნის განცხადებით, 2021 წლისთვის ჯოშუასა და ფიურის შორის ორი ორთაბრძოლა იგეგმება – ერთი მაისში ან ივნისში, ხოლო რევანში ნოემბერში ან დეკემბერში. მისი თქმით, მებრძოლები სიტყვიერად უკვე შეთანხმდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები