ლეგენდარული ლილიან ტიურამი თავისი ვაჟის მარკუსის საქციელით შოკირებული დარჩა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის წლის უკანასკნელ ტურში მიოხენგლადბახის “ბორუსიას” თავდამსხმელმა “ჰოფენჰაიმის” წევრ შტეფან პოშს სახეში შეაფურთხა, რის გამოც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ფრანგი შემტევი 6–მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რასაც 40 000 ევროს გადახდა და ერთი თვის ხელფასის ჩამოჭრა ემატება – ეს რეკორდული სასჯელია.
“ვუყურებდი თამაშს და უბრალოდ შოკირებული ვიყავი. ნუთუ ეს ჩემი შვილი იყო?! ვითარება მოგვიანებით გავაანალიზე. მარკუსი გაბრაზებული იყო და ყველაფერი ემოციურ ფონზე გააკეთა, მაგრამ მან იცის, რომ მოედანი მსგავსი საქციელების ადგილი არაა” – აცხადებს მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი.
ის შეხვედრა სწორედ “ჰოფენჰაიმის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარკუს ტიურამი მოედანზე დაბრუნებას 22 იანვარს შეძლებს.