ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2021 წელს მეისონ გრინვუდს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.
ახალგაზრდა ბრიტანელ ფეხბურთელს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება. წითელი ეშმაკები მზად არიან, რომ გრინვუდის ხელფასი გააორმაგონ და კონტრაქტის ხანგრძლივობაც გაზარდონ.
მიმდინარე სეზონში მეისონის ანგარიშზე 15 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტია.