ტურინში “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოულოდნელი გამარჯვების (3:0) შემდეგ “ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“თუ უყურადღებოდ იქნები, ადრე თუ გვიან, მაინც გაუშვებ გოლს. ამიტომაც ჩავთვლეთ, რომ ეს ის შეხვედრაა, სადაც უნდა გაგვერისკა. ეს გამარჯვება ჩვენი ქომაგებისთვისაა, რომლებიც ჩვენს შედეგებზე ძალიან ღელავენ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოგება იმ სამუშაოზე იქონიებს გავლენას, რასაც ჩვენ ვატარებთ.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებმა მინდორზე არამხოლოდ საბრძოლო ხასიათი, არამედ სიხისტეც აჩვენეს – ეს ჩემი თხოვნა იყო. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა. თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, სტაბილურობას დავიჭერთ.
მე პირლოს პირადად მივულოცე, რომ გუნდს კიდევ უფრო შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. ანდრეა ბუნებით ლიდერია და ამ სეზონშიც ბუნებრივია, ყველა ტურნირზე იბრძოლებს” – ნათქვამია პრანდელის განცხადებაში.
ფლორენიელები სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე–15 ადგილზე არიან, ტურინელებს კი 24 ქულით მე–4 პოზიცია უკავიათ.