ამა წლის ივნისიდან მოყოლებული დამაჯერებლად და დიდებულად მოთამაშე “მილანმა” 2020 დიდებულადვე დაასრულა – “სან სიროზე” დრამატულ ორთაბრძოლაში, ბოლო წუთებში ტეო ერნანდესის თავური დარტყმით “ლაციო” 3:2 დაამარცხა და “ზამთრის ჩემპიონი” გახდა.
შეხვედრის შემდეგ “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა: “ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს ამჯერადაც გავაკეთეთ და ძალიან გვიხარია. მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით, რომელიც დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებს. მეტოქე ძალიან ოსტატური, ფიზიკურად ძლიერი იყო და ჩვენს ნახევარმცველებსაც ძალიან გაურთულდათ საქმე. ეს “ლაციოა” და ხუმრობა არავის ეგონოს, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ასეთ ურთულეს დაპირისპირებაში უნდა გაგვეკეთებინა. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ”.
“როსონერი” შემდეგ მატჩს 3 იანვარს მისივე ლეგენდის, ფილიპო ინძაგის “ბენევენტოს” წინააღმდეგ გამართავს.