სტეფანო პიოლის “მილანმა” 2020 წელი დრამატულად და რაც მათთვის მთავარია, გამარჯვებით დაასრულა – “სან სიროზე” “ლაციო” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტეო ერნანდესის გოლით 3:2 დაამარცხა.
“როსონერი” სერია A–ს მიყოლებით 16 შეხვედრაში 2 და მეტ ბურთს იტანს მეტოქეთა კარში, ეს კი “ბარსელონას” შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია – კატალონიურმა გრანდმა 1948 წელს ზედიზედ 18 დაპირისპირებაში შეძლო მსგავსი მოვლენის დაფიქსირება.
“მილანი” მომდევნო მატჩს 3 იანვარს მისივე ლეგენდის ფილიპო ინძაგის “ბენევენტოს” წინააღმდეგ გამართავს.