ინგლისის ლიგის თასის (გნებავთ Carabao Cup) ნახევარფინალში ნებისმიერ შემთხვევაში ძალზე საინტერესო წყვილები მივიღეთ:
“მანჩესტერ იუნაიტედი”–”მანჩესტერ სიტი”. მანჩესტერული დერბი უკვე ათმაგად საინტერესოა.
“ტოტენჰემი”–”ბრენტფორდი”. ამ უკანასკნელმა ისტორიაში პირველად დაამარცხა “ნიუკასლი”. ვნახოთ, “დეზებთან” რას იზამს.
შეხვედრები 5 და 6 იანვარს გაიმართება. კოვიდპანდემიის გამო, ამ სეზონში ნახევარფინალები ერთრაუნდიანია. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული “სიტია”.