The Athletic-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას აქტიურად ეცდება, თუმცა ამ ტრანსფერს 1 ხელისშემშლელი გარემოება სდევს თან- მინო რაიოლა.
როგორც ცნობილია, წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობასა და რაიოლას შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა, ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი კი სწორედ რაიოლა გახლავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერს ჰოლანდის ყიდვა ჯერ კიდევ „მოლდედან“ სურს, თუმცა პრობლემა კვლავ რაიოლა იყო. ამჟამად მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს.