ცნობილმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა საინტერესო განცხადება გაავრცელა – “დეილი მეილთან” საუბარში აცხადებს, რომ ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას დაპირისპირება ისეთივე დიდი სპორტული მოვლენა იქნება, როგორიც 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონობა იყო.
“დამერწმუნეთ, რომ ეს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ბრიტანეთში ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა იქნება. ელემენტარულად, ბილეთის შეძენა გაგიჭირდებათ” – ამბობს ფიურის პრომოუტერი ფრენკ უორენი.
ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი კი აცხადებს, რომ მებრძოლები სიტყვიერად უკვე შეთანხმებულნი არიან. იგეგმება ორი ბრძოლა: ერთი მაისში ან ივნისში, რევანში კი – ნოემბერში ან დეკემბერში.