თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის წარმატებული დებიუტი ახალ გუნდში – ახლა უკვე “უოტფორდის” დამრიგებელმა ჩემპიონშიპის ლიდერ “ნორვიჩს” შინ 1:0 მოუგო.
“მე ძალიან ბედნიერი ვარ” – აცხადებს ესპანელი, რომელმაც ამ შეხვედრამდე სულ რაღაც ორი ვარჯიშის გამართვა მოასწრო – “ეს არის ჩვენი გზა, ჩვენი სტილი. რაც მთავარია, გუნდურობა იგრძნობოდა. მოსაგებად ჩემმა მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ერთადერთი სამწუხარო ამბავი გულშემატკივრების არყოფნა იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბედნიერები იქნებიან. ბიჭებმა ცხოველივით იბრძოლეს”!
“უოტფორდი” მეორეადგილოსან “ნორვიჩ სიტის” 2 ქულით ჩამორჩება. ჩისკო აგრძელებს: “ჩვენ გეგმას ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვებით. ახლა ჩვენი ყურადღება შემდეგი შეხვედრისკენაა. ამ ბიჭებთან სამუშაოდ მეტი დრო რომ მექნება, უფრო კარგი იქნება”.
“უოტფორდი” ჩემპიონშიპში შემდეგ შეხვედრას სტუმრად სწორედ “სუონსის” წინააღმდეგ 2 იანვარს გამართავს.