რთული 2020 სპორტულ სამყაროში

2020 მთელი მსოფლიოსთვის რთული წელიწადი იყო და გამონაკლისი არც სპორტული სამყარო გახლდათ. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ბევრი რამ წაგვართვა და შეგვიზღუდა. სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ, რომ სპორტული ასპარეზობები მაყურებლების გარეშე ტარდება, გულშემატკივარი კი სპორტის უმთავრესი ხიბლია; სწორედ ამ პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო ევრო2020 და 2020 წლის ოლიმპიური თამაშები; “ლივერპულმა” პრემიერლიგის ნანატრი ოქროს მედალი ცარიელ “ენფილდ როუდზე” იზეიმა…

ამ წერილში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ აწ უკვე განვლილ ამბებს…

ბექა ბურდიაშვილი

უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამა წლის დასაწყისში, 26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში 26 წლის ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. იგი “გრაულეტუას” შემადგენლობაში ასპარეზობდა და მორიგი შეხვედრისთვის ემზადებოდა.

“როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, მატჩისთვის ვემზადებოდით. ეს, რა თქმა უნდა, მთელი გუნდისთვის უმძიმესი დარტყმაა. ბექა ძალიან გამოცდილი, ძლიერი და ჩვენი საკვანძო მორაგბე გახლდათ” – ეს გუნდის მწვრთნელის ჟან კრისტოფ ბაკას სიტყვებია.

კლუბის პრეზიდენტის გაი ლაპორტის თქმით, ბურდიაშვილისთვის რაგბი არამხოლოდ სპორტი, არამედ მთელი ცხოვრება იყო.

კობი ბრაიანტი, დიეგო მარადონა, პაოლო როსი…

რაც არ უნდა ბევრი ვიფიქროთ, ალბათ ვერ გავიხსენებთ წელიწადს, როცა 3 ასეთი სპორტსმენი გარდაიცვალა – ჯერ კობი ბრაიანტი, შემდეგ დიეგო არმანდო მარადონა და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე პაოლო როსი.

კობი და მისი ქალიშვილი ჯიანა ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ; არგენტინელის გარდაცვალების მიზეზი გულის პათოლოგია გახლდათ, ხოლო იტალიელი უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა.

რასაკვირველია, მათი სპორტული შედეგებით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველასათვის ყველაფერი ნათელია – სამივემ მსოფლიოსთვის უდიდესი კვალი დატოვა.

კონორის ხმაურიანი დაბრუნება

19 იანვარს კონორ მაკგრეგორი, რომელსაც კარიერის დასრულების შესახებ ჰქონდა გამოცხადებული, ოქტაგონზე ხმაურიანად დაბრუნდა – 77კგ–ში დონალდ სერონე არც მეტი, არც ნაკლები 40 წამში დაამარცხა. ირლანდიელს სულ მალე ისევ ვიხილავთ: თითქმის ერთი წლის თავზე, 24 იანვარს დასტინ პორიეს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება. 2014 წელს გამართულ ორთაბრძოლაში მეტოქეს ნოკაუტით სძლია.

ქართველების UFC

ძალზე სასიხარულოა, რომ UFC–ში ჩვენი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან და ხშირად გვახარებენ: მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია დაუმარცხებელნი არიან. გურამ ქუთათელაძემ ერთადერთი ბრძოლის ჩატარება მოასწრო და ისიც მოიგო. ლიანა ჯოჯუას ანგარიშზე კი 2 მარცხი და 1 გამარჯვებაა.

ნანატრი ზეიმი 

“ლივერპული” და მისი ქომაგები ინგლისის პრემიერლიგის ტიტულს 30 წლის განმავლობაში ელოდნენ. იურგენ კლოპის შეგირდებს ნანატრი მომენტი დაუდგათ, მაგრამ დამსახურებული ტიტული ცარიელი ტრიბუნების ფონზე იზეიმეს…

დიდებული სვლა

როცა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო მთელი მსოფლიო და მათ შორის, სპორტული სამყარო გაჩერდა, ბუნებრივია, გაურკვეველი იყო ჩემპიონთა ლიგის ბედიც. საბოლოოდ, დიდი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, პორტუგალიაში, რასაკვირველია, მაყურებლების გარეშე გაიმართებოდა.

2019/20 წლების გათამაშება სრულიად დამსახურებულად, ყოველგვარი კითხვების გარეშე მიუნხენის “ბაიერნმა” მოიგო. ჰანს–დიტერ ფლიკის შეგირდებმა ხსენებულ სეზონში აბსოლუტურად ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს, ამით კი “რეკორდმაისტერი” გახდა პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგა თითოეული მატჩის მოგებით დაიპყრო.

მე–20 დიდი სლემი

რაფაელ ნადალი თავის სტიქიაში კვლავ განუმეორებელია – “თიხის მეფემ” “როლან გაროსი” მეცამეტედ, დიდი სლემის ტურნირი კი მეოცედ მოიგო, რითაც ლეგენდარულ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ “გაროსი” რაფამ სეტწაუგებლად დაიპყრო. გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელმა სამ სეტში ნოვაკ ჯოკოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა.

ლებრონი და ლეიკერსი

ლოს–ანჯელეს “ლეიკერსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მე–17 ტიტული მოიპოვა, რაშიც უდიდესი როლი მიუძღვნის ლებრონ ჯეიმსს, რომელიც “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ ჩატარებული სუპერფინალის MVP გახდა. “მეფემ” სარეკორდო, 260–ე საფლეიოფო შეხვედრაში 28 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლებრონმა MVP–ს ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიგო და პირველი კალათბურთელია, ვინც ეს ჯილდო 3 სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მიიღო. ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონს, დიმ ტანკანსა და შაკილ ონილს გადაასწრო და მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება.

რა თქმა უნდა, ლებრონმა ეს გამარჯვება კობის მიუძღვნა…

ტიტანების შერკინება

23 თებერვალს ნევადაში სუპერმძიმეწონოსნები – ტაისონ ფიური და დეონტეი უაილდერი ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. პირველ ბრძოლაში დაფიქსირდა საეჭვო ფრე, მეორე შეხვედრაში კი ფიურიმ მეტოქეს აშკარა უპირატესობით აჯობა (ტექნიკა, ტაქტიკა, სისწრაფე, გადაადგილება, ინტელექტი) და საბოლოოდ, მსაჯმა მე–7 რაუნდში ჩხუბი გააჩერა.

შუმახერის 91 გამეორებულია

ლუის ჰემილტონმა ოქტომბერში აიფელის გრან–პრი მოიგო, რაც მის მიერ მოგებული 91–ე რბოლა გახლდათ, ამ მაჩვენებლით კი ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა.

2020 წლის 13 ნოემბერს შეიძლებოდა, გახარებულ, განსხვავებულ საქართველოში გაგვეღვიძა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა…

გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას როგორც ქართულ სპორტში, ასევე პირად ცხოვრებაში!

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები