ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები:
“ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ფრე არასდროს ყოფილა მიზანი”.
“მე მოგითხრობთ ისტორიას ბატებზე, რომლებიც კანადიდან საფრანგეთში 5000კმ–ზე მიფრინავენ. ისინი ფრენისას V გამოსახულებას გვთავაზობენ, მაგრამ ყოველი მეორე ამას ვერ ახერხებს. ისინი პირველი პირების ქვესადგურები არიან, შემდეგ დატვირთვას მეორე ნაწილი იღებს, ეს კი გუნდური მუშაობაა”.
“ყოველთვის ვეუბნები მოთამაშეებს, რომ ავტობუსი მოძრაობს. კლუბმა პროგრესი აუცილებლად უნდა განაგრძოს, ავტობუსი კი მათ ვერ დაელოდება. მუდამ ვუმეორებ, რომ ბორტზე ჩასხდნენ”.
“გუნდის მუშაობა უნდა მოიცავდეს დიდ მოთამაშეს, მაგრამ დიდმა მოთამაშემ აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაოს”.
“კრიტიკა არავის უყვარს. ყოველთვის ღრიალი და ყვირილი შედეგს არ მოიტანს, მაგრამ გასახდელში შეცდომებზე მითითება ყველასთვის აუცილებელია. ამისათვის არ ველოდები ორშაბათს, იქვე, თამაშის შემდეგ ვაკეთებ და ფიქრებით უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ვარ”.
“ზოგჯერ ფეხბურთში არის ვითარება, როცა ხელები უნდა აღმართო და აღიარო – დიახ, ისინი ჩვენზე უკეთესები არიან”.
“ის თამაშგარეშია დაბადებული” – ყველასათვის ნაცნობი ფრაზა, რომელიც ლეგენდარულმა სქოთმა ფილიპო ინძაგის შესახებ თქვა.