მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ. შესაბამისად, კომანს 3 იანვარს გასამართი მატჩი „მაინცის“ წინააღმდეგ, გაუცდება.
საბედნიეროდ, მისი ტრავმის დროს ზამთრის შესვენება დაემთხვა, რამაც გუნდზე დიდი გავლენა არ იქონია.