უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იან ბლახოვიჩი ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდება – ამის შესახებ ESPN–ს UFC–ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაუდასტურა.
საინტერესო ისაა, რომ ადესანია 83კგ–ში გამოდიოდა და თან, ძალზე წარმატებითაც, მაგრამ როგორც ჩანს, ნიგერიაში დაბადებულმა ახალ ზელანდიელმა წონის გაზრდა გადაწყვიტა.
ბლახოვიჩმა ბოლო ბრძოლაში დომინიკ რეიესი დამაჯერებლად, ნოკაუტით დაამარცხა – რეიესი, რომელიც თვით ჯონ ჯონსს მედგრად დაუდგა და მხოლოდ ქულებით დამარცხდა.
ბლახოვიჩი–ადესანიას ორთაბრძოლა 7 მარტს UFC 259–ის ეგიდით გაიმართება.