Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც ირკვევა, კატალონიურ გრანდს ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს და მოთამაშეების გაყიდვამდე ახალი ტრანსფერები შეუძლებელი იქნება.
ერიკ გარსია და მემფის დეპაი გუნდის ორი მთავარი სამიზნეა, თუმცა „ბარსელონა“ ზაფხულში მათ უფასოდ გაფორმებას გეგმავს.